Accentnews.ge
ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაცვლილი ნახეს

ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაცვლილი ნახეს

03/05/2023 11:55:39 სამართალი

ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი დღეს დილით, შვილმა ნახა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შვილიშვილის დაკავების შემდეგ, იგი მეზობლებთან აღარ კონტაქტობდა.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტის მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ბებიის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შვილიშვილი მასზე სექსუალურად ძალადობდა და სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

26 წლის ბიჭს, რომელსაც 77 წლის ბებიის გაუპატიურებას ედავებიან, თელავის რაიონულმა სასამართლომ 25 აპრილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S