Accentnews.ge
თურქეთმა სომხეთს მესამე ქვეყნებში ფრენისთვის ცა ჩაუკეტა

თურქეთმა სომხეთს მესამე ქვეყნებში ფრენისთვის ცა ჩაუკეტა

03/05/2023 13:03:42 კავკასია

თურქეთმა სომხურ ავიაკომპანიებს მესამე ქვეყნებში ფრენისთვის თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოლუმ გაახმოვანა და მიზეზად "თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხური პროვოკაციები" დაასახელა.

"აუცილებლობის შემთხვევაში თვითმფრინავებს ჩვენს ქვეყანაში შემოვუშვებთ, მაგრამ ჩვენი საჰაერო სივრცის გავლით ლაინერებისა და კერძო ჯეტების ფრენას ვკრძალავთ, სანამ სომხეთის მხრიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ პროვოკაციები გაგრძელდება. თუ ერევანი ამას არ შეწყვეტს, სხვა ზომებსაც მივმართავთ" - განაცხადა ჩავუშოლუმ ტელერახ NTV-ს ეთერში.

თურქმა მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერევანში ოპერაცია "ნემეზისის" (სომხების გენოციდის ორგანიზატორთა მიმართ შურისძიების აქციის) მონაწილეთათვის ძეგლის გახსნას მოჰყვა.

"მსგავსი პროვოკაციები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ტერორისტებისთვის ძეგლის გახსნის საპასუხოდ სომხეთს ცას ვუკეტავთ. გამონაკლისი დავუშვით ქვეყნის პარლამენტის სპიკერის თურქეთში ვიზიტისთვის" - დასძინა ჩავუშოლუმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S