Accentnews.ge
„მესამე ზამთარია, აქ ვდგავარ იმის მოლოდინში, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღსდგება"

„მესამე ზამთარია, აქ ვდგავარ იმის მოლოდინში, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღსდგება"

15/11/2019 07:19:24 სხვა, საზოგადოება

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დაანონსებულ აქციებს უერთდება და აცხადებს, რომ იგი „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს.

„მე ვუერთდები ყველა პარტიას „ქართული ოცნების“ გარდა. მესამე ზამთარი მოდის,  რუსთაველზე ვდგავარ იმის მოლოდინში, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ არაფრის გამო მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღსდგება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შვილის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილი წლებია, რუსთაველზე აქციას მართავს. 

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ეს დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S