
ევროკავშირში უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე შეთანხმდნენ
03/05/2023 15:42:44 ევროპა
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეიძენენ ამუნიციას რუსეთთან ომში უკრაინის დასახმარებლად.
ევროკავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა, გამოაცხადა, რომ ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, „დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის თანხით ამუნიციის და რაკეტების ერთობლივი შეძენის მიზნით“.