
ჩვენ პუტინს ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ – ზელენსკი
03/05/2023 16:26:15 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამჟამად ფინეთში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია.
„ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ! ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით!", – ციტირებს ზელენსკის Reuters-ს.
ზელენსკიმ ეს განცხადება ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.