Accentnews.ge
Meta-მ ათობით არაავთენტური ქართული ანგარიში წაშალა

Meta-მ ათობით არაავთენტური ქართული ანგარიში წაშალა

03/05/2023 15:42:58 ეს საინტერესოა, საზოგადოება

Meta-ს კვარტალური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ გამოავლინა არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.

როგორც ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კავშირს.

„ქსელი ფუნქციონირებდა 24 საათის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერი კონტენტის წარმოსაჩენად, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პრო-სამთავრობო მედიის გაზიარებით.

ისინი ასევე ავრცელებდნენ კრიტიკას ოპოზიციის მიმართ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლების დროს, რაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ეს ქსელი რეალურ დროში მიჰყვებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამისასაც კი. ქსელის უკან მყოფი პირები აქვეყნებდნენ მიმებს, ტექსტურ მასალებსა და კომენტარებს, ძირითადად, ქართულ ენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა მათი კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“ - წერია Meta-ს კვარტალურ ანგარიშში.

სოციალურმა ქსელმა ჯამში წაშალა 80 ანგარიში Facebook-ზე, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ანგარიში Instagram-ზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო.

Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა თავისი კონტენტის სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S