
დიმიტრი მედვედევი ყურადღებას კვლავ მუქარით იპყრობს
03/05/2023 17:06:03 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ხშირად იბყრობს ყურადღებას ოდიოზური განცხადებებით, "ვოლოდიმირ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა".
„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
ინფორმაციისთვის: როგორც დასავლური მედია წერდა, სულ მცირე, 10–ჯერ სცადეს ზელენსკის მკვვლელობა.
ცნობილი რუსი ჟურნალისტის ალექსეი ვენედიქტოვის დაკვირვებით, თუ მანამდე მედვედევი კრემლის ლიდერისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობდა მსგავსი პოზიციონირებით, ამჯერად მას განესაზღვრა კონკრეტული როლი. კერძოდ, გაახმოვანოს იმ ჯგუფის პოზიცია და არ განაწყოს კრემლის წინააღმდეგ, რომელიც უფრო რადიკალურ მოქმედებებს უჭერენ მხარს, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენებას, შეტევას ნატოს წევრ ქვეყნებზე და ა.შ.
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამჟამად ფინეთში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია.
„ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ! ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით!", – ციტირებს ზელენსკის Reuters-ს.