Accentnews.ge
რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21, დაშავდა 48 ადამიანი - ზელენსკი

რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21, დაშავდა 48 ადამიანი - ზელენსკი

03/05/2023 18:35:26 ევროპა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონებში.“- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაამარცხებს ბოროტ სახელმწიფოს და პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S