Accentnews.ge
კანადამ უკრაინას $16,5 მილიონის აღჭურვილობა გაუგზავნა განაღმვისთვის

კანადამ უკრაინას $16,5 მილიონის აღჭურვილობა გაუგზავნა განაღმვისთვის

03/05/2023 18:46:45 ევროპა

უკრაინამ კანადიდან მიიღო განაღმისთვის საჭირო აღჭურვილობის პირველი პარტია, საერთო ღირებულებით 22,5 მილიონი კანადური დოლარი (16,53 მილიონი აშშ დოლარი),– ამის შესახებ უკრაინაში კანადის საელჩო იუწყება.

„ეს სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იქნება საფერმერო მინდვრების განსანაღმვად, რათა განახლდეს მათი გამოყენება და და წვლილი შეიტანოს სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში კანადამ გამოაცხადა უკრაინისთვის 11 მილიონი დოლარის ღირებულების გამნაღმველი აღჭურვილობის პარტიის მიწოდება, მოგვიანებით კი კიდევ 5,6 მილიონი დოლარით გაზარდა.

საუბარია გამნაღმველებისთვის საჭირო სპეციალურ კოსტუმებზე, ასევე თანამედროვე დისტანციური მართვის განაღმვის სისტემების დაფინანსებაზე. აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ნაღმების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალისა და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S