Accentnews.ge
სკანდინავიური ქვეყნების ლიდერები: “მხარს ვუჭერთ უკრაინის წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში”

სკანდინავიური ქვეყნების ლიდერები: “მხარს ვუჭერთ უკრაინის წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში”

03/05/2023 18:57:51 ევროპა

დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის და უკრაინის ლიდერებმა ოთხშაბათს ჰელსინკის სამიტის შემდეგ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ევროკავშირმა უკვე აღიარა უკრაინის ევროპული პერსპექტივა და მიანიჭა მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სკანდინავიური ევროკავშირის წევრი ქვეყნები მტკიცედ დაუჭერენ მხარს უკრაინას რეფორმების მცდელობებში და მოთხოვნების შესრულებაში, რომელიც აუცილებელია გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასაწყებად და მოუთმენლად ელიან ანგარიშს 2023 წლის ბოლომდე“, - განაცხადეს მათ.

სკანდინავიის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ მოკლევადიან პერიოდში გააგრძელებენ მუშაობას უკრაინისთვის სამოქალაქო დახმარების გაწევაზე.

რაც შეეხება უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, განცხადების ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ კიევის შემდგომ სამხედრო დახმარებას ალიანსის მექანიზმებით და ასევე ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას მისი „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ.

"უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ნატოში გაწევრიანების სწრაფ პროცესს 2022 წლის სექტემბერში. ნატოს ჩრდილოელი წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მომავალი წევრობის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ მოუთმენლად ელიან უკრაინის უსაფრთხოებისა და წევრობის საკითხების განხილვას ნატოს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში.

შეგახსენებთ, უკრაინისა და სკანდინავიური ქვეყნების სამიტის დასასრულს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს შემდეგი წევრი უნდა გახდეს მას ემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S