Accentnews.ge
"გუშინაც ვთქვი, რომ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს შექმნიდა, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ"

"გუშინაც ვთქვი, რომ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს შექმნიდა, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ"

15/11/2019 08:49:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გუშინაც ვთქვი, რომ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს შექმნიდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. 

"კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. სალ–სალკე შეხვედრები გავმართე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან, ჩემი კოლეგების ჩათვლით ევროკავშირიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გუშინ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პროპორციულზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნების წინ პოლარიზაციას გაზრდის. 

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ეს დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მარიამ ჯაშმაც. საპარლამეენტო უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S