Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

15/11/2019 08:40:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან:

  • გრიგოლ გეგელია — პოლიტიკური თეორიის დოქტორი;
  • ირაკლი კუპრაძე — საჯარო სამართლის იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი;
  • ჯოზეფ სმიტი — აღმოსავლეთმცოდნე;
  • ეკატერინე დიასამიძე — კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი;
  • ცოტნე ჭანტურია — ევროპისმცოდნეობის მაგისტრი;
  • ქეთევან მურღულია — პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი;
  • ოთარ დავითაშვილი — პოლიტიკის მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი;
  • ვაჟა დარჩია — პოლიტიკის მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი;
  • ირაკლი აბაშიძე — ჟურნალისტი;
  • მარიამ ხვედელიძე — ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი;
  • გიორგი მეტრეველი — კულტურულოგი და აქტივისტი;
  • თორნიკე ართქმელაძე — სამართლის მაგისტრი.

ცნობისთვის:  ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა,  სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარტიის პრეზენტაცია 12 დეკემბერს გაიმართება. მისივე თქმით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S