Accentnews.ge
ზელენსკი ჰააგაში: „ყველას გვსურს აქ სხვა ვლადიმირის ნახვა“

ზელენსკი ჰააგაში: „ყველას გვსურს აქ სხვა ვლადიმირის ნახვა“

04/05/2023 10:19:39 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყველას სურს აქ სხვა ვლადიმირის ნახვა“. ის გულისხმობდა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც უკრაინაში დანასაულებრივი ომი გააჩაღა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პუტინი პასუხისგებაში იქნება მიცემული.

„ჩვენ ყველას გვსურს სხვა ვლადიმირის ნახვა აქ, ჰააგაში“, - თქვა მან სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმის ფარგლებში გაიცა.

ზელენსკის თქმით, პუტინი "იმსახურებს გასამართლებას“ და ჰააგაში გადაყვანას.

მანამდე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, რომ ნიდერლანდებს ესმით რუსეთის პასუხისმგებლობის მოთხოვნის აუცილებლობა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიო მართლაც იყოს სანდო და დაეხმარება ამაში:

"უკანონო ომები დაუსჯელი არ დარჩება, არ შეიძლება მშვიდობა იყოს სამართლიანობის გარეშე. ეს არის ერთადერთი პასუხი აგრესიასა და დანაშაულებზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ისწავლა მსოფლიომ და ეს გაკვეთილი დღეს უნდა გამოვიყენოთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S