Accentnews.ge
ხუნდაძე – ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკის საელჩოს განცხადება"

ხუნდაძე – ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკის საელჩოს განცხადება"

15/11/2019 09:28:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც პროპორციული სისტემის შემოღების თაობაზე მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ განცხადებას "უხერხულსა და გასაკვირს" უწოდებს. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ამერიკის საელჩოს განცხადება და წერილი, სადაც დაბალანსებულია იმ მდგომარეობის აღწერა და რეკომენდაციები, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესების სწორად მართვა, მაგრამ ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, მით უმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და ცოტა არ იყოს გასაკვირიც. კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ამ დროს აშშ–ში არის სრულად მაჟორიტარული სიტემა" , – განაცხადა ხინდაძემ.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" მიერ პირობის არშესრულებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმიანება და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S