Accentnews.ge
"გადაატრიალეთ ყველა ქვა": ნორვეგია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, აძლიერებს საბადოების ძიებას ბარენცის ზღვაში

"გადაატრიალეთ ყველა ქვა": ნორვეგია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, აძლიერებს საბადოების ძიებას ბარენცის ზღვაში

04/05/2023 10:53:46 ევროპა

ნორვეგიის უმსხვილეს კომპანიებს სურთ, განაახლონ ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა ბარენცის ზღვაში, რათა იყვნენ ევროპის ენერგორესურსების ძირითადი მიმწოდებელი ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში,– წერს Bloomberg.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნორვეგიის ჯერ კიდევ აღმოუჩენილი ენერგეტიკული რესურსების 60%-მდე შესაძლოა, ბარენცის ზღვაში მდებარეობდეს. მაგრამ, ჯერჯერობით, წარმატებული განვითარების შემთხვევები ცოტა იყო და ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, რთული და საეჭვოდ მომგებიანი.

თუმცა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის თაობაზე ევროპის გადაწყვეტილების შემდეგ, ნორვეგია გახდა ამ უკანასკნელისთვის ყველაზე დიდი მიმწოდებელი და მოთხოვნა მხოლოდ იზრდება.

"სტატუს კვო გამოსავალი აღარ არის. მაშინაც კი, თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ წარმოება ამ დონეზე, უნდა განვავითაროთ და ვიპოვოთ მეტი რესურსი", - ამბობს ტორგერ როდი, Var Energi ASA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

გასულ კვირას, ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრი ტერჟე ასლანდი ეწვია ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქს და მოუწოდა ნავთობისა და გაზის კომპანიების აღმასრულებლებს, რომ "ყოველი ქვა გადაატრიალონ" ბარენცის ზღვაში საბადოების მოსაძებნად.

ამავდროულად, მეცნიერები და გარემოსდაცვითი აქტივისტები შეიძლება, წინააღმდეგ გამოვიდნენ - რამდენიმე წლის წინ, ამ საკითხზე უკვე აღიძრა სარჩელი ხელისუფლების წინააღმდეგ, იმის მტკიცებით, რომ კლიმატის კრიზისის პირობებში ეს უპასუხისმგებლოა და შეიძლება, განიმარტოს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე ევროსასამართლოში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლები, ერთობლივი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო და სამოქალაქო გემები ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში მონაცემებს აგროვებენ ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენების და საკომუნიკაციო კაბელების წინააღმდეგ დივერსიისთვის.

16 მარტს ნატო-მ და ევროკავშირმა გამართეს პირველი შეხვედრა, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ჯგუფი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესახებ რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ ნატოს დაზვერვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს შეეძლო წყალქვეშა კაბელებზე შეტევა უკრაინის მხარდაჭერისთვის შურისძიების მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S