
აშშ იმედგაცრუებულია სომხეთის თაობაზე თურქეთის გადაწყვეტილებით
04/05/2023 12:20:53 კავკასია
აშშ იმედგაცრუებულია თურქეთის გადაწყვეტილებით, შეუჩეროს სომხურ ავიაკომპანიებს მის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც, ჩვენი აზრით, იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის, არამედ მომგებიანი მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.
„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ თურქეთის განცხადებით, რომელიც უჩერებს სომხურ ავიაკომპანიებს მის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვას. ორ ქვეყანას შორის ადრე მიღწეული შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ნდობის ჩამოსაყალიბებლად არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ კიდევ უფრო ფართო გაგებით, რეგიონული სტაბილურობისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა პატელმა და დასძინა, „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და სომხეთი შეძლებენ გააგრძელონ ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ასევე სატრანსპორტო კავშირების გახსნა“.
ოფიციალურმა ანკარამ სომხური ავიაკომპანიებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება ახსნა "სომხეთის მიერ თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმდინარე პროვოკაციებით". მითითებულია ოპერაცია „ნემეზისის“ მონაწილეთა ძეგლის დადგმა.
25 აპრილს ერევანში, რინგ პარკში ოპერაცია „ნემესისის“ მონაწილეებისადმი მიძღვნილი ძეგლი გაიხსნა. ამ ინიციატივის ავტორების იდეის მიხედვით, ძეგლმა უნდა გააცოცხლოს სომხების ხსოვნა, რომლებმაც შური იძიეს 1915 წელს სომეხთა გენოციდის ჩამდენ ახალგაზრდა თურქ ლიდერებზე და ბაქოში 1918 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორებზე.
ერევანში ძეგლის დადგმა ოფიციალურმა ანკარამ და ბაქომ დაგმეს.
ვაშინგტონის გარეუბანში, არლინგტონში სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შესახებ კითხვების დასმისას, პატელმა თავი შეიკავა პროგრესის შესახებ საუბრისას.
„ჩვენ გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი მნიშვნელოვანი გზაა პროგრესისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ვთქვი, სახელმწიფო მდივანი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ოფიციალური პირები ღრმად არიან ჩართულნი ამ საკითხში და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს“,– თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია, მიიღწეს დიალოგის გზით. „ჩვენ ვაგრძელებთ სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგულებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ვედანტ პატელმა.
4 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თვეში რუსეთი უმასპინძლებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრას, რომლებიც ამჟამად აშშ–ში სახელმწიფო მდივნის ჩართულობით მართავენ მოლაპარაკებებს.
„ორი ქვეყნის - სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვეში რუსეთში უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ალიევმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს „უფრო სასარგებლოდ და საჭიროდ“ მიიჩნევს.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, თუ, რა თქმა უნდა, სომხეთიც მზად იქნება ამისათვის“, - დასძინა ალიევმა.