Accentnews.ge
"ამ ხარისხის ზეპარტიული გადაწყვეტილება მივიღეთ და პასუხისმგებლობასაც ვიღებთ"

"ამ ხარისხის ზეპარტიული გადაწყვეტილება მივიღეთ და პასუხისმგებლობასაც ვიღებთ"

15/11/2019 10:44:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პარლამენტში და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე.

„რა თქმა უნდა, თანამოაზრეებთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, არ შეიძლება, იყო პარლამენტში და მითუმეტეს დეპუტატი, დეპუტატთა ჯგუფი, ამ ხარისხის ზეპარტიულ გადაწყვეტილებას იღებდე და არ იყო პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, სჯობს მოკლევადიანი რყევები, ვიდრე გრძელვადიანი არასტაბილურობა:

"აქციები რომ იქნებოდა და უმრავლესობაშიც იქნებოდა რყევები, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცოდით. მაგრამ კიდევ ვამბობ, სჯობს მოკლევადიანი ამ მასშტაბის რყევები, ვიდრე შემდეგ გრძელვადიანში ქვეყანა დადგეს არასტაბილურობის რეალური საფრთხის წინაშე“.

ცნობისთვის: მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S