მზის ანალოგმა მეცნიერების თვალწინ პლანეტა შთანთქა

04-05-2023 19:46:15 ეს საინტერესოა

ამერიკელი მკვლევარები პირველად ადევნებდნენ თვალს, როგორ შთანთქავდა სიბერისგან გაბერილი ვარსკვლავი პლანეტას, ხოლო შემდეგ მის ნარჩენებს აფრქვევდა.

მეცნიერები თვლიან, რომ იგივე ბედი ელის დედამიწასაც - 5 მლრდ წელიწადში".

ვარსკვლავი, რომელიც შემადგენლობითა და ზომით მზეს ჰგავს, 10 მილიარდი წლისაა და თავისი არსებობის ციკლის დამასრულებელ სტადიაშია: მის ბირთვში წყალბადის საწვავი იწურება, რაც ვარსკვლავის სტრუქტურის გაბერვას იწვევს. ზედაპირის ფართობის ზრასთან ერთად ვარსკვლავი სუ უფრო მეტად უახლოვდებოდა მის ირგვლივ მბრუნავ პლანეტას, რომელიც საბოლოოდ შთანთქა კიდეც, - განმარტავენ მეცნიერები.

ცნობისთვის: გიგანტურ წითელ ვარსკვლავებს დროთა განმავლობაში თავდაპირველ დიამეტრთან შედარებით, 100-ჯერ გადიდება და თავის ტრაექტორიაზე მყოფი ნებისმიერი პლანეტის შთანთქმა ძალუძთ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ქიშალაი დეს აზრით, გარკვეულ მომენტში მზე მასთან ყველაზე ახლოს მყოფ სამ პლანეტას - მერკურის, ვენერასა და დედამიწას შთანთქავს, როცა 5 მლრდ წელიწადში წითელი გიგანტის სტადიაში შევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები