
თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა მსხვერპლით დასრულდა
04/05/2023 16:20:22 სამართალი
თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე ადამიანს შორის ჩხუბის შემდეგ ორმხრივი სროლა დაიწყო. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.