
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსების ბამპერიც თეთრი ფერის უნდა იყოს
15/11/2019 11:45:46 სხვა, საზოგადოება
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსებს ბამპერიც თეთრი ფერის უნდა ჰქონდეს. შესაბამისი ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში საკრებულომ 8 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
ცვლილების მიხედვით, მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, ბამპერი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა.