
ნინო წილოსანს საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში აქციით დახვდნენ: "არ შეგრცხვათ?!" (ვიდეო)
15/11/2019 11:22:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატს ნინო წილოსანს საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლები პროტესტით დახვდნენ. მოქალაქეებმა დეპუტატს ჰკითხეს შერცხვა თუ არა გურულების, როცა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა. შეხვედრის კადრები "გურია თუდეიმ" გაავრცელა.
ნინო წილოსანმა განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება საქართველოში. მისი თქმით, პროპორციული სისტემა ევროპის ქვეყნებში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს და ეს ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს.