Accentnews.ge
გომელაური – ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადების შესახებ: "ეს არასწორი ინფორმაციაა"

გომელაური – ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადების შესახებ: "ეს არასწორი ინფორმაციაა"

05/05/2023 10:49:24 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "არასწორს" უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილის ყველა ნივთი, მათ შორის ტელეფონი, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, რაც ვიდეო-კამერითაა გადაღებული.

„მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ტელეფონი. ეს გადაღებულია. ჩვენი საექსპერტო სამსახური უწყვეტი კადრებით იღებდა. ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით, არ მახსოვს. ადგილზე ამოღებული ყველა ნივთი, რაც მას თან ჰქონდა, მათ შორის გარდაცვლილის ტელეფონი, ადგილზე დაილუქა, კამერების წინ. საიდან მოიტანა [სერგო შუბითიძემ], რომ გახსნეს და შემდეგ მიუტანეს ტელეფონი, დალუქეო, არ ვიცი. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S