Accentnews.ge
განვახორციელებთ სერბეთის თითქმის სრულ განიარაღებას – ვუჩიჩმა გეგმების შესახებ განაცხადა

განვახორციელებთ სერბეთის თითქმის სრულ განიარაღებას – ვუჩიჩმა გეგმების შესახებ განაცხადა

05/05/2023 11:01:52 ევროპა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შემდეგ განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის წესები გამკაცრდება.

მისი თქმით, ყველა, ვინც უკვე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს, გაივლის ტესტირებას. ასევე გაორმაგდება ჯარიმები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

გარდა ამისა, იარაღის მფლობელებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება, ასევე ფსიქიატრიული გამოკვლევა.

"განვახორციელებთ სერბეთის თითქმის სრულ განიარაღებას... რაც ნაკლები იარაღი იქნება, მით ნაკლები იქნება საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა ყველამ, ვინც იარაღს უკანონოდ ფლობს, ის უწყებას ჩააბაროს.

ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს სერბეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნება „ყველაზე ამაზრზენი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

3 და 4 მაისს მასობრივი მკვლელობები მოხდა სერბეთში:

  • 21 წლის თავდამსხმელმა რვა ადამიანი მოკლა, 13 დაჭრა.
  • მეშვიდე კლასის მოსწავლემ მამის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა თანაკლასელების და დაცვის წინააღმდეგ. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა რვა მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი. ბიჭი თავდასხმის შემდეგ დააკავეს. მას ორი პისტოლეტი აღმოუჩინეს, რომლებიც მამამისზე იყო რეგისტრირებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბავშვი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა: მოზარდს უპოვეს სკოლის საკუთარი ხელით შედგენილი გეგმა და ბავშვების სია, რომელთა მოკვლაც სურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S