Accentnews.ge
ყირიმს იზოლაციისთვის ამზადებენ

ყირიმს იზოლაციისთვის ამზადებენ

05/05/2023 12:53:58 ევროპა

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ანექსირებული ყირიმის რუსული ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მოლოდინში საკვებისა და წყლის მარაგებს ქმნის.

„ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო წყლისა და საკვების მარაგის შექმნის პროცესი ნახევარკუნძულისა და სამხრეთ ხერსონის რეგიონის ბლოკადაში მოქცევის ალბათობის გამო“, - აცხადებენ აქტივისტები.

ამასთან, ცენტრის ცნობით, სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები ემზადებიან რუსეთის ადმინისტრაციის ევაკუაციისთვის.

მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიის რეგიონში უკვე შემუშავებულია გეგმა საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ყირიმში ევაკუაციისთვის: „მსგავსი ვითარებაა ხერსონის რეგიონში. კერძოდ, არაბატის შპიტზე მდებარე დასახლებებიდან კოლაბორანტების უმეტესობამ უკვე დატოვა რეგიონი“.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას და თხრილების გაყვანას ყირიმის ჩრდილოეთით და ნახევარკუნძულზე აძლიერებენ სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტების დაცვას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი თვლის, რომ უკრაინას ახლა სჭირდება ყირიმის იზოლირება რუსეთისგან – გაწყვეტა ნახევარკუნძულის ლოგისტიკური კავშირების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასთან. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყირიმის დაბრუნებისკენ სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის აუცილებელია, შეძლოს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს ნახევარკუნძულის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S