სარჯველაძე სიმონიანის ქებას ეხმიანება: "ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია?"
05/05/2023 13:41:55 პოლიტიკა
„ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია?“, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის მიერ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადების გამო საქართველოს შექებას.
„ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ კალაძეს კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს. ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ მხოლოდ პრინციპის ასახსნელად ვამბობ, მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. არც ერთი შედარება არ გააკეთოთ, ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მარგარიტა სიმონიანმა კახა კალაძის განცხადება "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ "საქართველო გონივრულად იქცევა".


