
პოლონეთი დაიწყებს გემების ჩაძირვას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გაზსადენს ნორვეგიიდან
05/05/2023 13:46:56 ევროპა
პოლონეთი არა მხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკული ობიექტების დაცვას, არამედ ემზადება გემებისა და თვითმფრინავების განადგურებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ნორვეგიიდან ახალ გაზსადენს.
კერძოდ, პოლონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამხედროებს საშუალებას აძლევს "გამონაკლის სიტუაციაში", როდესაც ყველა სხვა ვარიანტი ამოწურულია, ჩაძირონ მტრის ხომალდები და ჩამოაგდონ მტრის თვითმფრინავი ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, იუწყება Reuters. გარდა ამისა, მუდმივი სანაპირო დაცვის ბაზა შეიქმნება სვინოუჯის პორტში, რომელიც მდებარეობს გერმანიის საზღვართან, სადაც განლაგებულია საიმპორტო თხევადი ბუნებრივი აირის
ტერმინალი.გაზსადენი ნორვეგიიდან Baltic Pipe, რომელიც გადის დანიასა და ბალტიის ზღვაზე, მიდის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნიხოჟაში.
Baltic Pipe–ის პროექტი განხორციელება დაიწყო 2000-იანი წლების ბოლოდან, ხოლო მილსადენი გაიხსნა 2022 წლის 27 სექტემბერს - Nord Stream-ზე (რომელსაც ის კვეთს) მომხდარი აფეთქების მეორე დღეს.
გაზის მიწოდება ოქტომბერში დაიწყო, მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია.
პოლონეთს რუსული გაზის მიწოდება გასული წლის გაზაფხულზე შეუწყდა, როდესაც უარი თქვა, გადახდაზე „რუბლის სქემით“. თუმცა ვარშავა „გაზპრომთან“ გასულ წელს დასრულებული კონტრაქტის გაგრძელებას არც აპირებდა.
Baltic Pipe–ისგახსნის ცერემონიაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა: „გაზის სექტორში რუსეთის დომინირების ეპოქა დასასრულს უახლოვდება. შანტაჟით, მუქარით და გამოძალვით გამორჩეული ეპოქა“. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა ნორვეგიიდან გაზსადენს უწოდა "ძირითადი პროექტი რეგიონის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
გაზსადენის დასაცავად პოლონეთის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
მიმდინარე კვირაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში დევიდ კუტლერმა თქვა, რომ რუსეთი აგროვებს მონაცემებს ბლოკის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ხმელეთზე და წყალქვეშ, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წყალქვეშა დარტყმებისთვის მოსამზადებლად.
კერძოდ, „რუსეთს შეუძლია, მიზანში ამოიღოს წყალქვეშა კაბელები“. აპრილში კი, სკანდინავიურმა მედიის ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ათობით რუსული კვლევითი და სათევზაო ხომალდი რეგიონის ქვეყნების წყალქვეშა ინფრასტრუქტურის რუკას აწარმოებდა.
ისინი ცდილობდნენ, შეეგროვებინათ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებოდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ელექტრომომარაგების პარალიზებას ან დივერსიის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის და მონაცემთა კაბელების გათიშვით, – განუცხადეს დასავლეთის სპეცსამსახურებმა ჟურნალისტებს.პოლონეთმა აპრილში შექმნა დაცული 200 მეტრიანი ზონა სვინოუჯიში თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის გარშემო.