Accentnews.ge
კადიროვი ამჯერად "ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ დაჯილდოვდა

კადიროვი ამჯერად "ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ დაჯილდოვდა

05/05/2023 16:01:03 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა იგორ კურჩატოვის ოქროს მედალი მიიღო. ის დააჯილდოვეს ბირთვული ფიზიკისა და ბირთვული ენერგიის „განვითარებაში გამორჩეული წვლილისთვის“. ეს არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო.

მედალი კადიროვს კურჩატოვის ინსტიტუტის ნაციონალური კვლევითი ცენტრის პრეზიდენტმა მიხეილ კოვალჩუკმა გროზნოში ვიზიტისას გადასცა. რა წვლილი შეიტანა კადიროვმა ბირთვული ფიზიკისა და ბირთვული ენერგიის განვითარებაში, კოვალჩუკს არ დაუკონკრეტებია, შესაბამისად, გამოცანად რჩება, თუმცა მან აღნიშნა რეგიონის დიდი წარმატებები „მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში“.

"ჩემთვის დიდი პატივია ასეთი მაღალი აღიარება გამოჩენილი ინსტიტუტისგან", - წერს კადიროვი „ფეისბუქზე“.

ეს პირველი მედალი არაა რამზან კადიროვისთვის: საერთო ჯამში მას აქვს სამ ათეულზე მეტი ორდენი, მედალი და საპატიო წოდება. მათ შორისაა – მედალი "სამხედრო მამაცობისთვის", "სამშობლოსათვის გაწეული სამსახურისთვის", 2020 წელს პუტინმა კადიროვს ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. გარდა ამისა, მას აქვს საპატიო წოდებები: "ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი", "ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამსახურებული აღმაშენებელი" და "ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დამსახურებული დამცველი".

2023 წლის კადიროვი გახდა პირველი რესპუბლიკაში, რომელსაც მიენიჭა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება. ეს ტიტული თავად დააწესა გასული წლის ოქტომბერში და დაჯილდოების შესახებ განკარგულებებსაც თავად მოაწერა ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S