Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

05/05/2023 17:07:41 ევროპა

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა,– ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანხა “მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად. მათი შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს,” - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

აღინიშნება, რომ ამ თანხით მოხდება იმ კონტრაქტების დაფინანსება, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს დაიდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S