Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ გუნდიდან წასულ დეპუტატებს ვერ აბრუნებს

„ქართული ოცნება“ გუნდიდან წასულ დეპუტატებს ვერ აბრუნებს

15/11/2019 13:13:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ გუნდიდან წასულ დეპუტატებს ვერ აბრუნებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული კანონმდებლები პოზიციის დათმობას არ აპირებენ. 

„გუნდიდან წასულებთან გვქონდა შეხვედრა და საუბარი იმაზე, ხომ არ შეცვლიდნენ პოზიციას, რადგან აშკარად გუშინ ეს იყო სპონტანური, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ“, – განაცხადა მდინარაძემ. 

მდინარაძის განცხადებით, ისინი რჩებიან პარლამენტის ძალიან ღირსეულ წევრებად და კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, რომელიც ქვეყანას ბევრ რამეში წაადგება.

„ხვალ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ თვენახევრის წინ დააანონსა 10 გამოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის მუშაობის გეგმა და ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლოს, მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ჩავაბარებთ ანგარიშს. ათივე გამოწვევასთან დაკავშირებით ყველა რეფორმის განხორციელების და ყველა გამოწვევის განხორციელების შესახებ ინფორმაციას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S