Accentnews.ge
თურქეთმა უარით უპასუხა აშშ–ის თხოვნას, უკრაინისთვის გადაეცა რუსეთისგან ნაყიდი С-400–ები

თურქეთმა უარით უპასუხა აშშ–ის თხოვნას, უკრაინისთვის გადაეცა რუსეთისგან ნაყიდი С-400–ები

08/05/2023 05:03:50 მსოფლიო

თურქეთმა უარით უპასუხა შეერთებული შტატების თხოვნას, უკრაინისთვის გადაეცა რუსეთისგან ნაყიდი С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

”აშშ-მა გვთხოვა С-400-ების უკრაინაში გაგზავნა და ჩვენ უარი ვუთხარით. თურქეთი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული წინადადებები ეროვნულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

როგოც მან აღნიშნა, ვაშინგტონის კიდევ ერთი წინადადება იყო კომპლექსებზე კონტროლი შეერთებულ შტატებს გადასცემოდა, რაზეც, მისი თქმით, ასევე უარი განუცხადეს.

თურქეთმა რუსული კომპლექსების მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა. გარიგება 2,5 მილიარდ დოლარად შეფასდა. პირველი С-400–ების პარტია ანკარამ 2019 წელს მიიღო. შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდგებოდა შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს ამის გამო სანქციებიც დაუწესა და ახალი თაობის გამანადგურებლის F-35 წარმოების პროგრამიდან გამორიცხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ "ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ უნდა დააბრუნოს ვაშინგტონიდან ის თანხა, რომელიც ქვეყანამ გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის პროგრამიდან გარიცხვამდე, ხოლო თვითმფრინავები ამ დრომდე არავის მოუწოდებია".

2022 წლის გაზაფხულზე სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ ანკარას სანქციების მოხსნა შესთავაზა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის სანაცლოდ. კიევი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, დასავლეთის ქვეყნებს გამუდმებით სთხოვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ყველა მოკავშირეს მიმართა არსენალში არსებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის თხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S