
შავი ზღვის თავზე რუსულ და პოლონურ თვითმფრინავებს შორის ინციდენტი მოხდა, NATO-ს ბაზაზე მებრძოლები მზადყოფნაში მოიყვანეს
08/05/2023 06:26:59 ევროპა
რუსული სუ-35-ის მიერ პოლონური სასაზღვრო თვითმფრინავის L410 Turbolet-ის ტიპის თვითმფრინავისთვის გზის მოჭრას შავი ზღვის თავზე ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს „დაგეგმილ პროვოკაციად“. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა პიტერ მიულერმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ რუსეთის მიზანი „საერთაშორისო ყურადღების ფოკუსირებაა მსგავს პროვოკაციებზე“.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანა მიხალსკაიამ განაცხადა, რომ რუსული სუ-35 „სამჯერ სახიფათოდ მიუახლოვდა პოლონურ თვითმფრინავს ხუთ მეტრამდე მანძილზე, რის გამოც იგი ტურბულენტობაში მოხვდა და ეკიპაჟმა მოკლე დროით დაკარგა კონტროლი თვითმფრინავზე.”
ბუქარესტმა რუსი პილოტების ქმედებებს მიუღებელი და აგრესიული უწოდა.
პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი L410 Turbolet რუმინული ეკიპაჟით პატრულირებდა შავ ზღვაზე ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს Frontex-ის მისიის ფარგლებში.
ინციდენტის დროს ნატოს ბაზაზე, ტორეხონში რუმინეთის საჰაერო ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ესპანეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი მზადყოფნაში მოიყვანეს.
14 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ორმა რუსულმა სუ-27–მაგზა მოუჭრა ამერიკული სამხედრო სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper0ს. ინციდენტის შედეგად აშშ-მა დაკარგა დრონი, რომელიც ზღვაში ჩავარდა.