
ბელარუსის კოლონიაში გარდაიცვალა ლუკაშენკოს კარიკატურისთვის გასამართლებული კაცი
08/05/2023 07:18:50 ევროპა
ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელიც გაასამართლეს ავტორიტარი ალექსანდრ ლუკაშენკოს კარიკატურისთვის, ბელარუსის კოლონიაში გარდაიცვალა,– ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრი „Вясна" იტყობინება.
28 თებერვალს პინსკის ოლქის სასამართლომ კლიმოვიჩს თავისუფლების ერთი წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა ლუკაშენკას შეურაცხყოფის მუხლით.
როგორც უფლებადამცველები წერენ, კაცი კრიმინალად გამოაცხადეს სატირული ნახატისთვის, რომელიც მან სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ის მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სასჯელის მოსახდილად მამაკაცი მე-3 გამასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
ბელარუსიაში ფართოდ გამოიყენება სასჯელები ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ ლუკაშენკოს შეურაცხყოფის საქმეებზე.