
სკოლის მძღოლის მიერ მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო
08/05/2023 07:33:44 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მძღოლს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორის ქმარია, ხუთიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის კვალიფიკაციით - ამ მუხლით პატიმრობით ისჯება სრულწლოვანის მხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის პირის მიმართ გარყვნილი ქმედება.