Accentnews.ge
ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან

ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან

08/05/2023 07:41:21 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ბრიუსელში 14 მაისს შეხვდებიან,– იუწყება აზერბაიჯანული მედია.

შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართება.

მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი შედგა აშშ–ში, სადაც პროგრესის შესახებ განაცხადეს, თუმცა დეტალები უცნობია.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ბოლო შეხვედრა პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მონაწილეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S