
რა საკითხები განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას
08/05/2023 07:41:18 პოლიტიკა, სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან.
სუს–ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს, ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე. საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.