Accentnews.ge
ევროკავშირი ჩინურ კომპანიებს პირველად ასანქცირებს

ევროკავშირი ჩინურ კომპანიებს პირველად ასანქცირებს

08/05/2023 08:39:52 ევროპა

ევროკავშირმა შვიდი ჩინური კომპანია შეიყვანა სანქციების მეთერთმეტე პაკეტში, რომელსაც ამ კვირაში განიხილავენ.

როგორც "Financial Times" დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს, ჩინური კომპანიები რუსეთს აწვდიან კომპონენტებს, რომლებიც შემდეგ იარაღის შესაქმნელად შეიძლება, იქნას გამოყენებული.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას განიხილავენ ასევე ახალ სასანქციო მექანიზმს იმ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არასაკმარისად უშლიან რუსეთს ხელს უკვე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდებაში.

წინასწარ სიაში მოხვდნენ, კერძოდ, 3HC Semiconductors და King-Pai Technology. 3HC–ს ბრალად ედება „ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლა და ამერიკული წარმოშობის საქონლის შეძენა ან შეძენის მცდელობა რუსეთის სამხედრო და/ან თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად“, ხოლო King-Pai-ს - რუსეთისთვის იმ მიკროელექტრონიკის მიწოდება, რომელსაც "გააჩნია თავდაცვითი პროგრამები, მათ შორის - საკრუიზო რაკეტების მართვის სისტემებისთვის“.

სიაშია ასევე ხუთი ფირმა ჰონგ-კონგიდან - Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading Investments. ყველა ეს კომპანია დაკავებულია ნახევარგამტარების, მიკროჩიპების და ელექტრონიკის შემუშავებით. ზოგიერთი მათგანი აშშ-ს უკვე სანქცირებული ჰყავს.

ახალ სასანქციო პროექტში აღნიშნულია, რომ ელექტრონული კომპონენტები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მთავარ დამხმარე როლს თამაშობენ უკრაინაში საომარი მოქმედებების საწარმოებლად.

ცნობისთვის: ბრიუსელი ამ დრომდე თავს არიდებდა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ელოდა რა მყარ მტკიცებულებებს იმისა, რომ პეკინი პირდაპირ აწვდის იარაღს მოსკოვს.

შემაკავებელი ზომები მოითხოვს 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან მხარდაჭერას.

"ევროკავშირის ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება, გააღიზიანოს პეკინი, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ბრიუსელს, ვაშინგტონის მხარეს დადგეს გლობალური გავლენისთვის აშშ–ჩინეთის ბრძოლაში", – დასძენს FT.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S