
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
08/05/2023 09:40:14 სამართალი
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.