
შსს–ში საკადრო ცვლილებაა
15/11/2019 14:27:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის რიგით მეექვსე მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.
შსს–ს ცნობით, ცაციაშვილი აქამდე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
უწყების ინფორმაციით, ცაციაშვილი 2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად. 2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე. 2007-2008 წლებში იყო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი.