Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

08/05/2023 11:07:26 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელ სტუმრებს მიესალმა მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, რომელმაც მათ ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, ასევე თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს.

ვიზიტისა და საუბრის ძირითად თემას საქართველოში ნატო-სთან თავსებადი ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბების პროცესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად ნატო-ს კოდიფიკაციის კომიტეტის თავჯდომარეა.

სამინისტროს განმარტებით, თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოჯისტიკურ სამსახურებს ნატო-ელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S