Accentnews.ge
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ნეპალის 10 მოქალაქე დააკავეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ნეპალის 10 მოქალაქე დააკავეს

08/05/2023 13:09:07 კავკასია

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს ნეპალის 10 მოქალაქე, რომელიც საზღვრის უკანონოდ კვეთას ცდილობდა.

სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები 6 მაისს სასაზღვრო რაზმ "შაქმირის" სამეთვალყურეო მონაკვეთზე დააკავეს.

შემდგომში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურ უკანონო კვეთას უწევდა ორგანიზებას.

ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, - იუწყება აზერბაიჯანული მხარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S