
მთავრობის მტკიცებით, „ოცნების“ ოფისში შეკრების მთავარი თემა 2020 წლის ბიუჯეტია
15/11/2019 15:38:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრის მთავარი თემა 2020 წლის ბიუჯეტია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.