Accentnews.ge
„სამწუხაროა, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის“

„სამწუხაროა, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის“

15/11/2019 15:09:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ირგვლივ მხარდაჭერის კონსოლიდაცია.  შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის.  თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს კენჭისყრა საბოლოო არაა და პარლამენტი ამ საკითხს დაუბრუნდება და შეძლებს კომპრომისის მიღწევას“, – აცხადებს კუბილიუსი და მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას მოუწოდებს, გამოძებნონ გზები 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S