Accentnews.ge
"ვაკის პარკში" უკრაინის დროშის ჩამოგლეჯისთვის ერთი პირი დააჯარიმეს

"ვაკის პარკში" უკრაინის დროშის ჩამოგლეჯისთვის ერთი პირი დააჯარიმეს

08/05/2023 19:25:06 სამართალი

თბილისში, "ვაკის პარკში" უკრაინის დროშის ჩამოგლეჯისთვის ერთი პირი დააჯარიმეს.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით მიმდინარეობს

სამართალდარღვევა 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

"ვაკის პარკში" უკრაინის დროშა გუშინ ჩამოგლიჯეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ აქტის ჩამდენი მამაკაცი პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.

"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S