
მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს
09/05/2023 07:37:38 სამართალი
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული მამა არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა მეზობელიც.
საქმეზე გამოძიება დაიწყო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.