Accentnews.ge
WP: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადასაცემად ემზადება

WP: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადასაცემად ემზადება

09/05/2023 07:53:09 ევროპა

დიდი ბრიტანეთი სკანდინავიელ პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადასაცემად ემზადება,– ამის შესაბ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

2 მაისს უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდმა (IFU) საკუთარ საიტზე ტენდერი განაახლა, რომელზეც წინადადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

გამოცემის წყაროს ცნობით, შესაძლოა საუბარი იყოს 300 კილომეტრის რადიუსის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტაზე, რომელიც საჰაერო ბაზირებისაა.

2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ რეაქტიული ცეცხლის სისტემებს (GMLRS), თუმცა მათ განკარგულებაში არსებული რაკეტების მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 70 კილომეტრია.

HIMARS-ის დანადგარებმა ЗСУ-ს არსებითი უპირატესობა მისცა: ამ სისტემების გამოყენებით შეძლეს უკრაინელებმა ოკუპანტების არაერთი საწყობის, სამეთაურო პუნქტის, ჯარების თავშეყრის ადგილების და ლოჯისტიკის განადგურება. მაგრამ ამისა, ამ რაკეტების მოქმედების რადიუსის სიმცირე უკრაინელებს არ აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ ზუსტი დარტყმები მტრის ზურგის სიღრმეში.

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მახასიათებლებში ჯდება GLSDB-ის ტიპის რაკეტებიც, რომლის მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია და რომლის გადაცემასაც აშშ უკვე დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის რაკეტების გადაცემის კონკრეტული დრო ცნობილი არ არის, რუსული მხარე მათი გამოყენების შესახებ უკვე იტყობინება.

უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდი (IFU) გასული წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნა. აღნიშნულ ფონდი უნდა ფოკუსირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული საჭიროებების უზრუნველყოფაზე.

ფონდის მიერ შესყიდული შეიარაღების პირველი პარტია უკრაინამ მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეიარაღება მიიღო, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობები და სხვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S