
"რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესებში, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი დოკუმენტია"
15/11/2019 16:13:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტია.
"რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ", — განაცხადა პრემიერმა.