
ვუჩიჩს მიაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის "საუკეთესო მეგობრები" იქნებიან
09/05/2023 11:03:33 ევროპა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან.
მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. კერძოდ, სერბეთი ითხოვს რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“.
„ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დათანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ სამიტზე. ცხადია, რომ არანაირი პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, გასულ თვეში ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, დაიწყოს კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. წინააღმდეგ წავიდა უნგრეთიაც, რომელსაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ თავი შეიკავეს.
ევროპის საბჭოს ისტორიაში მე-4 სამიტი 16-17 მაისს რეიკიავიკში გაიმართება. მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.