Accentnews.ge
პოლონეთში აქტივისტებმა რუსეთის ელჩი წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლთან არ მიუშვეს

პოლონეთში აქტივისტებმა რუსეთის ელჩი წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლთან არ მიუშვეს

09/05/2023 12:06:49 ევროპა

უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში სერგეი ანდრეევს 9 მაისს არ მისცეს საშუალება, გვირგვინით შეამკო წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი.

სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. მოწყობილი იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.

აქტივისტები ელჩს და მის თანმხლებ პირებს შემოეხვივნენ შეძახილებით „რაშისტები!“ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო ინციდენტები. რუსი დიპლომატი იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.

საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთის საელჩოსთანაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S