Accentnews.ge
პრიგოჟინის თქმით, უკრაინა ბახმუტის მიმართულებაზე „ფლანგებს არღვევს“

პრიგოჟინის თქმით, უკრაინა ბახმუტის მიმართულებაზე „ფლანგებს არღვევს“

09/05/2023 12:18:40 ევროპა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინა „ფლანგებს არღვევს“ და მალე კონტრიერიშზეც გადავა.

ის ნახევარსაათიან მიმართვაში კვლავ აკრიტიკებს რუსეთის მიდგომას ომისადმი:

„უახლოეს ხანებში დაიწყება კონტრიერიში. აბსოლუტურად ნათლად ამბობენ, რომ კონტრიერიში იქნება, თანაც, ხმელეთზე და არა ტელევიზორში. ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ ყველაფერი ტელევიზორში უნდა აკეთონ“.

მისივე თქმით, 9 მაისს ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა პოზიციები დატოვა, მაგრამ „ვაგნერელებმა“ სიცარიელის შევსება „რაღაცნაირად მოახერხეს“.

ამასთან, პრიგოჟინი კვლავ საუბრობს საბრძოლო მასალის მიწოდების კუთხით პრობლემებზე და თქვა, რომ მისი მებრძოლები ბახმუტს, რომლის აღებასაც რუსული ძალები გასული წლიდან უშედეგოდ ცდილობენ, კიდევ რამდენიმე დღე არ დატოვებენ. მანამდე პრიგოჟინი ქალაქის დატოვებას 10 მაისისთვის აანონსებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S