
შოლცმა პუტინის განცხადებების საპასუხოდ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობა შესთავაზა
09/05/2023 12:22:42 ევროპა
დღეს მოსკოვში გამართული "გამარჯვების აღლუმი", რომელზეც პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ განაცხადა "დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის" თაობაზე, ხანჯლის ქნევს მორიგ მაგალითად იქცა, - განაცხადა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომლის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია წარმოადგენს "არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმას, არამედ იერიშს ევროკავშირის პრინციპებსა და ფასეულობებზე".
"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ დასჭირდება. ამასთანავე, ევროკავშირს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა და გაფართოება. ჩვენ უკვე განვუცხადეთ დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვას, უკრაინისა და პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეებს: თქვენ ჩვენთან გაქვთ ბმა და ვისურვებდით, ევროკავშირის ნაწილად გვეხილეთ" - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის გაძლიერებაზე და რიგით მე-11 პაკეტი, რომელიც ამჟამად განიხილება, ბოლო არ იქნება.